ძვირფასო მომხმარებლებო 2024 წლის პირველი მარტიდან (1.03.2024) ძალაში შედის ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ( https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5827307?publication=0 ) , რომლის 12 მუხლი არეგულირებს მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.


აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე იკრძალება პირდაპირი მარკეტინგული შეთავაზებების გაგზავნა ნებართვის გარეშე . იმისთვის რათა თავი გავართვათ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. გთხოვთ არ შეავსოთ პირადი ბალანსები წინსწრებით, ასევე არსებული ბალანსი გახარჯოთ 1 მარტამდე (როგორც საკუთარ ბაზებზე ასევე ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ბაზებზე სმსების გაგზავნით) ასეთის არსებობის შემთხვევაში.


რა იცვლება 1 მარტიდან :

  1. განახლდება ხელშეკრულებები რომელზე დათანხმების გარეშე ვეღარ მიიღებთ სერვისებს.
  2. თქვენ აღარ გექნებათ წვდომა ჩვენს ბაზებზე სმსების გაგზავნის .
  3. ყველა მომხმარებელს ექნება მექანიზმი მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ხელით ჩაამატოს თავისი კომპანიის შავ სიას კონკრეტული ნომერი, რათა დაცული იქნას მე-12 მუხლის მე-4 , მე-5 , მე-6 პუნქტები .


რა რჩება უცვლელი:

  1. მომხმარებლები რომლებიც აგზაზვნიან შეტყობინებებს საკუთარ ბაზებზე პლატფორმიდან ან API-შეერთებით უცვლელად შეძლებენ ჩვენი მხრიდან სერვისების მიღებას.
  2. პლატფორმიდან გაგზავნილ სმსებს ავტომატურად გაყვება გამოწერის გაუქმების მექანიზმი.
  3. API შეერთებით გაგზავნისას დარჩება გამოწერის გაუქმებისთვის საჭირო ინფორმაციის გაყოლება/არ გაყოლების მექანიზმი თქვენი საჭიროების მიხედვით.
  4. ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინდივიდუალური და საერთო შავი სიების (black list)-ების შექმნას,განახლებას და გაგზავნისას გათვალისწინებას.


რეკომენდაცია:

ჩვენ ვრჩებით სერვისების გამწევად, შესაბამისად პასუხისმგებლობა თქვენს მიერ გაგზავნილ სმსებზე უცვლელად რჩება თქვენს მხარეს როგორც ნომრის მოპოვებაზე, ტექსტის შინაარსე  ასევე სუბიექტის თანხმობაზე მე-12 მუხლის შესაბამისად.

მომხარებლის პრეტენზიის შემთხვევაში თქვენ უნდა შეგეძლოთ მათი ნებართვის რაიმე ფორმით წარმოდგენა წერილობითი ან ტექნიკური პარამეტრებით (საიტზე თანხმობის მონიშვნის შემთხვევაში).